ეკონომიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა


ეკონომიკურ-გეოგრაფიული თვალსაზრისით, საქართველო ევროპისა და აზიის შესაყარზე მდებარეობს და ოდითგან დასავლეთისა და აღმოსავლეთის ცივილიზაციების დამაკავშირებელ ხიდს წარმოადგენდა, შავიზღვისპირა მდებარეობა კი მას დიდ უპირატესობას ანიჭებს სამხრეთ კავკასიის სხვა სახელმწიფოებთან (აზერბაიჯანი და სომხეთი) შედარებით.
საქართველოს ევროპასა და აზიას შორის მდებარეობის შესახებ რამდენიმე მოსაზრება არსებობს:
  • ა)თუ ევროპასა და აზიას შორის საზღვარს ყუმა-მანიჩის ღრუმლზე გავატარებთ, მაშინ საქართველო აზიაში მდებარეობს.
  • ბ)ძვ.წ მე-5 საუკუნეში მცხოვრები ბერძენი ისტორიკოსი და გეოგრაფი ჰეროდოტე ევროპასა და აზიას შორის საზღვარს მდინარეებზე-რიონსა და მტკვარზე ატარებდა. ამ შეხედულებით საქართველოს ნაწილი ევროპაშიხვდება, ნაწილი კი-აზიაში
  • გ)თუ ევროპასა და აზიას შორის საზღვარს საქართველოს,სომხეთისა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრებზე გავატარებთ (თურქეთთან და ირანთან), მაშინ საქართველო და მთლიანად კავკასია ევროპაში ხვდება.
  • დ)რადგანაც კავკასიაში უფრო ევროპული ტიპის ლანდშაფტები ჭარბობს(კავკასიის ბუნება ევრობის ბუნებას ემსგავსება), ამიტომ საქართველო ევროპაშია.
  • ე)ისტორიის,ტრადიციებისა და რელიგიის გათვალისწინებით საქართველო ევროპას ეკუთვნის.
  • ვ)თუ საზღვრებს კლიმატური თავისებურებებიდან გამომდინარე კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე გავატარებთ, მაშინ საქართველო აზიაში მოხვდება.
საქართველოს სატრანსპორტო-გეოგრაფიული მდებარეობა ამჟამად მეტად ხელსაყრელია. საბჭოთა კავშირში ყოფნისას იგი სატრანსპორტო "ჩიხში" იყო და მსოფლიოს ქვეყნებთან ურთიერთობა მხოლოდ მოსკოვისგავლით ხორციელდებოდა. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ქვეყანამ პრაქტიკულად სატრანსპორტო გზაჯვარედინის ფუნქცია შეიძინა.
  • ტერიტორია: ქვეყნის ფართობი შეადგენს 69.700 კვ. კმ-ს, საზღვრების სიგრძე — 1771 კმ-ს, მათ შორის სახმელეთო — 1.461 კმ (სომხეთი 164, აზერბაიჯანი 322, რუსეთი 723, თურქეთი 252) და საზღვაო — 310 კმ.
  • ბუნება: ქვეყნის ტერიტორია ძირითადად მთებს უკავია, ბუნება მრავალფეროვანია — სუბტროპიკებიდან კავკასიონის მყინვარებამდე; უმაღლესი მწვერვალია მთა შხარა 5.068 მ, უდაბლესი წერტილი — შავი ზღვა (0 მ); სახნავ-სათესი მიწა — 16%, საძოვრები — 25%, ტყეები — 34%. მთავარი მდინარეები მტკვარი და რიონი.
საწვავი
ლითონები
საშენი და სხვა მასალა
მინერალური წყლები და სხვა
  • მინერალური წყლები-თითქმის ყველა რეგიონში
  • თერმული წყლები-სამეგრელო(მენჯი),იმერეთი(წყალტუბო)
  • სამკურნალო ტალახი-ახტალა(კახეთი)



No comments:

Post a Comment